,,ენმ" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს

30.05.21 18:17
,,ენმ" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს

,,ენმ" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ განაცხადა. მელიას თქმით, ერთ-ერთი პუნქტი შეთანხმების დოკუმენტში მათთვის მიუღებელია.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევროპული მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ, აქვე მინდა, უდიდესი პატივისცემა დავუდასტურო ევროკავშირს პერსონალურად პრეზიდენტ მიშელს, დანიელსონს, კელი დეგნანს და განსაკუთრებული მადლობა კარლ ჰარცელს. ამ შეთანხმებაში არის ერთი პუნქტი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელი არის და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ ხელმოწერას ამ დოკუმენტზე ვერ დავსვამთ, თუმცა რა თქმა უნდა, სხვა საკითხებთან მიმართებაში ჩვენ თავიდან ბოლომდე ჩავერთვებით საკანონმდებო საკითხების გადაწყვეტაში და ვიბრძოლებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომ ეს მავნებლობა, რომელსაც ადგილი აქვს „ქართული ოცნების“ მხრიდან და უკვე დაარღვიეს არაერთი შეთანხმება, შევბოჭოთ და არ მივცეთ გასაქანი დამატებით მავნებლობას , - თქვა მელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" 33 დეპუტატი  პარლამენტში მუშაობას ხვალიდან დაიწყებს.