ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალს პუტინი სატრანზიტო დერეფნად გადაკეთებას უპირებს -"ოცნება" დუმს
ოკუპირებულ აფხაზეთს და ცხინვალს პუტინი სატრანზიტო დერეფნად გადაკეთებას უპირებს. დასავლეთისგან და ევროპისგან იზოლირებული ქვეყნის მმართველი ახალ სავაჭრო და ეკონონიკურ თანამშრომლობას დეფაქტო ლიდერებთან იწყებს. სომხეთში ტვირთები სწორედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გავლით მოხვდება.
მოსკოვის ზრახვები სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა გათქვა. ამ თემაზე "ქართული ოცნების" დუმილი ოპოზიციას აშფოთებს. მათი თქმით, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი რუსულ ინტერესებს ემსახურება.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.