შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო - გარემოს დაცვის მინისტრი
გარემოს დაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებელი იყო. ამის შესახებ ოთარ შამუგიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი ცნობით, 3 აგვისტოს რაჭაში ადგილი ჰქონდა კლდეზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რისი პროგნოზირებაც, მისი თქმით, ვერ მოხერხდებოდა.
ამასთან, მინისტრი ამტკიცებს, რომ ტრაგედიამე 2 დღით ადრე წყლის შგუბებას და მდინარის კალაპოტის შეცვლას ადგილი არ ქონია და მსგავის ინფორმაციების გავრცელება "ცილისწამებაა".
ამ მძიმე ფონზე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ზოგიერთ შემთხვევაში ცილისწამება. ეს ეხება თითქოსდა სტიქიამდე 2 დღით ადრე,. 2 დღის განმავლობაში წყლის შეგუბების ფაქტებს გავრცელებას, ასევე კალაპოტის ცვლილებასტან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე თითქოს რეინნჯერებს ჰქონდათ ინფორმაცია წინასწარ სტიქიის შესახებ და ა.შ. ბევრი ასეეთი არასწორი იფნორმაცია მოვისმინეთ ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში.
საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია სპეციალისტების დაკსვნის დაფუძველზე, რა მოხდა 3 აგვისტოს შოვში. სწორედ ამიტომ სტიქიის მოხდენისთანავე ჩვენი სპეციალისტები გაემგზარვნენ ადგილზე და ბოლო დღეების განმავლობაში ისინი აქტიურად ახორციელებდნენ სამუშაობეს, რამდენჯერმე მოხდა ვერტმფრენის გამოყენებით დათალიერება მთელი ხეობის და 24 საათიან რეჯიმში ისინი ყველა მონაცემების დამუშავებას ახორციელებდნენ და დღეს ჩვენ გავქვს უკვე პირველადი შედეგები ამ კვლევის.
ერთი რამ, რაც შემიძლია გითრათ დადასტურებით არის ის, რომ 3 აგვისტოს ბუბის წყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა კლდეზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც თან დაერთო თანმდევი მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, რომლის პროგნოზირებაც, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ჩვენ ვდგავართ იმ კატაკლიზმების წინაშე, რომელიც გამოწვევაა დღეს მთელი მსოფლიოსთვის და სამწუხაროდ, პრევენცია არის შეუძლებელი. შოვში მოვლენები გავითარდა იმდენად სწრაფად, რომ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, - განაცხადა მინისტრმა.