შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ხელისუფლებას რეალური დასკვნის გასაჯაროება არ აწყობდა - ნადირაძე
ოპოზიცია შოვში მმხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგნტოს დასკვნას არ ეუნდობა. ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა, პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთონ, რადგან სააგენტოს ხელისუფლება იმგვარ დასკვნას დაადებინებს, როგორიც აწყობს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ადგილი ჰქონდა რომელიმე თანამდებობის პირის გულრგილობას ან დაუდევრობას, რაც დანაშაულია.
რასაც უნდათ, იმ ბრიფინგს ჩაატარებინებენ და იმ დასკვნებს დაადებინებენ, ამიტომ აუცილებელია და უმნიშვნელოვანესია, რომ მოწვეული იყვნენ დამოუკიდებელი ექსპერტები. ეს ალბათ იყო ვიღაცის ან სამსახურეობრივი გულგრილობა ან დაუდევრობა. ერთიც და მეორეც არის დანაშაული, მითუმეტეს, როცა მოყვა ამდენი ადამიანის გარდაცვალება, ამიტომ ფაქტია, რომ ამის გასაჯაროება მათ არ აწყობდათ, რადგან პირდაპირ იკვეთება კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენის მიერ გასაჯაროებულ დოკუმნტში წერია, რომ შოვში დატრიალებული ტრაგედია მხოლოდ ბუნებრივი კატაკლიზმებით იყო გამოწვეული. სააგენტოს ცნობით, სტიქია მყისიერად გავითარდა და მისი პრგნოზირება შეუძლებელი იყო.