რაც პუტინმა 2008 წელს ტანკებით ვერ შეძლო, ახლა ივანიშვილის რეჟიმის ხელით მიღწეული აქვს - ხაბეიშვილი
"უმძიმესი სანახავია ის, რომ რაც პუტინმა 2008 წელს ტანკებით ვერ შეძლო, ახლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისა და დღევანდელი ხელისუფლების ხელით მიღწეული აქვს," - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა აგვისტოს ომთან დაკავშირებით გააკეთა.
ხაბეიშვილის თქმით, აგვისტოს ომიდან 15 წლის შემდეგ საქართველოს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მართავენ.
2008 წლის აგვისტომ ომის დროს გმირებმა შეძლეს და ტერორისტ პუტინს წინააღმდეგობა გაუწიეს. უმძიმესი სანახავია ის, რომ რაც პუტინმა მაშინ ტანკებით ვერ შეძლო, ახლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისა და დღევანდელი ხელისუფლების ხელით მიღწეული აქვს. თითოეული ქართველის ვალია, რომ ამ ბიჭების ვაჟკაცობა დაფასდეს. 15 წლის თავზე არ უნდა გვქონდეს ისეთი რეალობა, რომ რუსული საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ვიღვიძებდეთ. დიდება გმირებს! მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ, თავისუფლებისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხი გაიმარჯვებს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.