301 ადამიანი მუშაობს ონის მერიაში, რომელიმე ასულიყო და ენახა, რა ხდებოდა შოვში - ბესიკ დონაძე
კორუფციის მკვლევარი და "ევროპული საქართველოს" წევრი ბესიკ დონაძე შოვის თაგედიასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნას უნდობლობას უცხადებს. ოპოზიციის წევრის თქმით, სააგენტო პოლიტიკურ დღის წესრიგს დაექვემდებარა და ის დასკვნა დაწერა, რაც ხელისუფლებას სურდა.
ამასტან, პოლიტიკოსი ამბობს, რომ ონის მერიაში 301 ადამიანი მუშაობს, რომელტაც მარტივად შეეძლოთ ვითარებას ადგილზე გაცნობოდნენ, რაც არ გააკეთეს.
გარემოს ეროვნული სააგენტო უკვე დაექვემდებარა პოლიტიკურ დღის წესრიგს და რაც პირველ დღეს გააჟღერეს „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებმა, მიზეზი, ზუსტად იგივე ჩაწერა, რომ თითქოს ეს ყველაფერი რაღაც 10 წუთში მოხდა. ძალიან მარტივად შეეძლო შეემოწმებინა ონის მუნიციპალიტეტის მერიას. 301 ადამიანი მუშაობს ონის მერიაში და შესაბამისად, შესაძლებელი იყო, დამჯდარიყო ერთი, რომელიმე მანქანაზე, ასულიყო და ენახა ადგილზე სიტუაცია, მაგრამ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება არ გვყავს. შესაძლებელი იყო ყველაფრის თავიდან აცილება
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტში წერია, რომ შოვში დატრიალებული ტრაგედია მხოლოდ ბუნებრივი კატაკლიზმებით იყო გამოწვეული. სააგენტოს ცნობით, სტიქია მყისიერად გავითარდა და მისი პრგნოზირება შეუძლებელი იყო.