რუსეთის საქართველოში შემოჭრის 15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს - ამერიკის საელჩო

07.08.23 12:19
რუსეთის საქართველოში შემოჭრის 15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს - ამერიკის საელჩო

"რუსეთის საქართველოში შემოჭრის 15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს", - ამ განცხადებას ამერიკის საელჩო საქართველოში ავრცელებს.

დიპლომატიური უწყება ომში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებს და ასევე, მწუხარებას გამოთქვამს შოვში დაღუპულთა ოჯახების მიმართ. ამერიკის საელჩოში გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

რუსეთის საქართველოში შემოჭრის 15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს. 
პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და ვიხსენებთ გმირებს, რომელთა სახელიც სიმტკიცეს მატებს ქართველ ხალხს. 
შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა გლოვის ნიშნად დღეს შეერთებული შტატების დროშა დაშვებულია," - წერია განცხადებაში. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები