ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება - მიშელი

07.08.23 12:32
ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება - მიშელი

"ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველი ხალხის გვერდით, რომლებმაც ევროკავშირისა და NATO-ს გზა აირჩიეს," - ამ განცხადებით ეხმაურება აგვისტოს ომიდან 15 წლისთავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.

მიშელის თქმით, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას.

15 წელი გავიდა რუსეთის საქართველოში შეჭრიდან.

15 წლის შემდეგ, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება.

ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველი ხალხის გვერდით, რომლებმაც ევროკავშირისა და NATO-ს გზა აირჩიეს", - წერს შარლ მიშელი.

 

მსგავსი სიახლეები