სტიქია რაჭაში - გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს
სტიქია რაჭაში - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის თქმით, რომ შოვში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებული. მღებრიშვილის თქმით, საქმე ორი მუხლით აღიძრა, თუმცა შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს.
ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება, ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს, შეიძლება, გადაკვალიფიცირდეს მუხლები, ასე რომ, გამოძიება, რა თქმა უნდა, დაწყებულია", - განაცხადა მღებრიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
შოვში მეწყრულ პროცესებს 18 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ ვერ ხერხდება. ჭირისუფლები დნმ-ის ანალიზის პასუხს ელოდებიან. ამ ეტაპზე, სტიქიის ზონაში, მინიმუმ, 16 ადამიანს ეძებენ.