როდის შემოვიდა რუსული ჯარი საქართველოში და როდის დაიწყო ომი? - გურამ მაჭარაშვილი კვლავ სააკაშვილს ადანაშაულებს
რა რიცხვში შემოიჭრა რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე და როდის დაიწყო ომი? - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები აგვისტოს ომთან დაკავშირებით ხელს კვლავ წინა ხელისუფლებისკენ იშვერენ. გურამ მაჭარაშვილი პასუხისმგებლობას თარიღებთან დაკავშირებითაც მიხეილ სააკაშვილს აკისრებს.
არსებობს, შემიძლია გაჩვენოთ, მათი ბელადის სააკაშვილის ბრძანებულება, სადაც ის პირდაპირ ახსენებს 8 აგვისტოს, როდესაც მოხდა რუსული ჯარების შემოსვლა, კონკრეტული ადგილიდან, მაგრამ ეს ფაქტებიც რომ არ არსებობდეს, რომ მათი ბელადი წერს 8 აგვისტოს, ციფრებით მანიპულირება არის ხელწერა ამ რადიკალური ოპოზიციის,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.