რუსეთთან დადებითი და ნორმალური დამოკიდებულება სამარცხვინოა ჩვენი ქვეყნისთვის - ომის ვეტერანი

07.08.23 13:18
რუსეთთან დადებითი და ნორმალური დამოკიდებულება სამარცხვინოა ჩვენი ქვეყნისთვის - ომის ვეტერანი

"რუსეთთან დადებითი და ნორმალური დამოკიდებულება უბრალოდ სამარცხვინოა ჩვენი ქვეყნისთვის," - ამ განცხადებას 2008 წლის ომის მონაწილე ნათია გუმბერიძე აკეთებს.

გუმბერიძისთვის საქარტველოს მთავრობის რბილი პოლიტიკა ოკუპანტი ქვეყნის მიმართ მიუღებელი და სამარცხვინოა. 

დღემდე მოუშუშებელი ტკივილია. მე თვითონ ომის ვეტერანი ვარ, 2008 წლის ომის მონაწილე. რუსეთთან არავითარი დადებითი და ნორმალური დამოკიდებულება უბრალოდ სამარცხვინოა ჩვენი ქვეყნისთვის. სამარცხვინოა ის პოლიტიკა, რაც დღესდღეობით რუსეთთან მიმართებაში ტარდება და უნდა გვახსოვდეს თითოეულ ჩვენგანს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი,“ - ამბობს ომის მონაწილე ნათია გუმბერიძე.

მსგავსი სიახლეები