რომ იტყვიან ხოლმე - დრო ყველაფრის მკურნალია, ტყუილია, დრო არაფრის მკურნალი არ არის - ომის ვეტერანი

07.08.23 13:25
რომ იტყვიან ხოლმე - დრო ყველაფრის მკურნალია, ტყუილია, დრო არაფრის მკურნალი არ არის - ომის ვეტერანი

"რომ ჩამოვედით ომიდან და შევედი ყაზარმაში და გადავხედე საწოლებს და ისინი არ იყვნენ - იცით, რა სტრესია მაგ დროს?" - ასე იხსენებს აგვისტოს ომს ვეტერანი კობა გორგაძე. "პირველებთან" საუბრისას გორგაძე ამბობს, რომ მისი ბატალიონიდან ძალიან ბევრი ჯარისკაცი დაიღუპა ოკუპანტებთან ბრძოლის დროს. 

გიორგი ანწუხელიძე ჩემი სერჟანტი იყო ბატალიონის, გიორგი ჯოჯუა, ბერიკელაშვილი, აქ 90 პროცენტი ჩემი ბატალიონის ბიჭები არიან. ეს მოუშუშებელი ჭრილობაა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რომ ჩამოვედით ომიდან და შევედი ყაზარმაში და გადავხედე საწოლებს და ისინი არ იყვნენ - იცით, რა სტრესია მაგ დროს? რომ იტყვიან ხოლმე - დრო ყველაფრის მკურნალია, ტყუილია, დრო არაფრის მკურნალი არ არის,“ - ამბობს კობა გორგაძე.