იმ რუსებს მოსდევენ ზოგს ქმრები, პაპები, რომლებსაც აქ ნაომარი აქვს, რაც დღეს ხდება, აუტანლობაა - ომის მონაწილე
"იმ რუსებს ქალებსაც და ბავშვებს მოსდევენ ზოგს ქმრები, პაპები, მამები, რომლებსაც აქ ნაომარი აქვს," - ამ განცხადებას აგვისტოს ომის მონაწილე არჩილ ხაჭაპუტიძე აკეთებს.
ხაჭაპუტიძემ 2008 წლის ომში დაღუპულ გმირებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო და ისაუბრა საქართველოში რუსების უკონტროლო შემოდინებაზე.
რაც დღეს ხდება, ეს არის აუტანლობა. გასაგებია, რომ უბრალო ხალხი შემოდის რუსეთიდან - ქალები, ბავშვები, მაგრამ იმ რუსებს ქალებსაც და ბავშვებს მოსდევენ ზოგს ქმრები, პაპები, მამები, რომლებსაც აქ ნაომარი აქვს. დაღუპული ბიჭების გვამებზე რომ ვილაპარაკოთ, ფეხით თელავენ, ეს მიუღებელია და ეს არ უნდა გაკეთდეს,“ - ამბობს არჩილ ხაჭაპურიძე.