სამწუხაროა, რომ ,,ენმ"-მ გადაწყვიტა, ხელი არ მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას - ვიოლა ფონ კრამონი

31.05.21 10:02
 სამწუხაროა, რომ ,,ენმ"-მ  გადაწყვიტა, ხელი არ მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას - ვიოლა ფონ კრამონი

 ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. კრამონმა აღნიშნა, რომ წუხს იმის გამო, რომ ,,ენმ"-მ მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.

ძალიან სამწუხაროა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვიტა , რომ ხელი არ მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას, ხელშეკრულება ხელს უწყობს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას და უფრო სამართლიანი საქართველოს პარლამენტის ჩამოყალიბებას. პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლა, არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანია", - წერს კრამონი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით,"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის, თუმცა  შარლ მიშელის  დოკუმენტს ხელს არ აწერს.

მსგავსი სიახლეები