კალაძემ „იმედს“ შოვიდან მისი ოჯახის გამოსვლის კადრების მოპოვების და გავრცელების უფლება მისცა
კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედს“ შოვიდან მისი ოჯახის გამოსვლის კადრების მოპოვების და გავრცელების უფლება მისცა.
ჩანაწერში ჩანს, რომ თბილისის მერის შვილები სასტუმრო სანსეტ შოვს 3 აგვისტოს 2 საათსა და ათ წუთზე ავტომანქანებით ტოვებენ ანუ სტიქიის დაწყებამდე.
მინდა გამოვეხმაურო ჭორს, არასწორ ინფორმაციას, რომელიც ჩემთან მიმართებით გავრცელდა მიზანმიმართულად, თითქოს, მე გამოვიყენე სახელმწიფო ვერტმფრენი და სახელმწიფო ვერტმფრენის საშუალებით ჩემი შვილები გამოვიყვანე სტიქიის ზონიდან. ეს ძალიან დიდი ტყუილი და არასწორი ინფორმაციაა. ამაზე გავაკეთე განმარტებები. საზოგადოებას ვუთხარი სიმართლე. უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც ასე იმოქმედებდა და ამ ნაბიჯებს გადადგამდა. ვერ წარმომიდგენია თუ არსებობს ადამიანი, ვინც ამას გააკეთებდა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, მაგრამ ძალიან მძიმეა, როდესაც ამ ყველაფერს აკეთებთ მიზანმიმართულად, რათა გამაშავოთ და აგრესიულად განაწყოთ ადამიანები ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ. ამის მცდელობა იყო აღნიშნული სიცრუის გავრცელება. ეს არის დიდი სიბოროტე, როდესაც ასეთ ცრუ ინფორმაციას მიზანმიმართულად, გადამოწმების გარეშე ავრცელებენ," - ამბობს კალაძე.
ამ ვიდეომასალით "ქართული ოცნების" ლიდერი მარიტა გუტაშვილს გამოეხმაურა. ახალგარდა ქალმა, რომელსაც მეწყერში ოჯახის ცხრა წევრი დაეკარგა, თქვა, რომ შოვიდან ევაკუაცია ვერტმფრენებით შერჩევით მოხდა. გუტაშილი ამბობდა, რომ ტრაგედიის შემდეგ პირველივე წუთებში ავიაციის დახმარებით საშიში ზონა კალაძის ოჯახის წევებს დაატოვებინეს.