ესტონეთი კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას - ესტონეთის საგარეო უწყება
"ესტონეთი კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას და სასაზღვრო ხაზებზე მიმდინარე სამხედრო ფორმირების მშენებლობას," - ამ განცხადებით ეხაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 15 წლისთავს.
საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის 15 წლისთავი აღინიშნება დღეს. ესტონეთი კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას და სასაზღვრო ხაზებზე მიმდინარე სამხედრო ფორმირების მშენებლობას. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას," - ნათქვამია განცხადებაში.