"უბინძურესი კამპანია, რომელშიც ხელისუფლებაა ჩართული" - ბუაძე გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაზე
გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვანს, რომელიც ხელისუფლების მსგავსად ამტკიცებს, რომ შოვში ტრაგედია მხოლოდ მოულოდნელი ბუნებრივი მოვლენით იყო გამოწვეული, "ლელოს" წევრი საბა ბუაძე ბინძრ კამპანიას უწოდებს.
ოპოზიცის წევრი ამბობს, რომ ხელისუფლება ახლა საკუთარ პასუხისმგებლობას გაურბის.
ჩვენ ვხედავთ უბინძურეს კამპანიას, რომელშიც ხელისუფლებაა ჩართული. სამწხაროდ, ამ კამპანიით ისიცნი ცდილობენ, რომ პასუხისმგებლობას თავი აარიდონ, კითხვის ნიშნები, რომლებიც სრულიად ლეგიტიმურად არსებობს, გადაიტანონ სხვაგან და ამ ყველაფრით ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ ობიექტური სურათის ფორმირებას, - ამბობს საბა ბუაძე.