ლატვია გმობს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას 15 წლის წინ საქართველოზე თავდასხმით

07.08.23 13:49
ლატვია გმობს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას 15 წლის წინ საქართველოზე თავდასხმით

რუსეთის მხრიდან საქართველოში განხორციელებულ რუსულ სამხედრო აგრესიას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს. უწყება აგვისტოს ომის 15 წლისთავს ეხმაურება და კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას.

ლატვია გმობს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას 15 წლის წინ საქართველოზე თავდასხმით. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.