ვინ ვერ მართა კრიზისი? ვინ დააგვიანა და მერე შეშინებული დაიმალა? - ანა ბუჩუკური შოვის ტრაგედიაზე

07.08.23 13:53
ვინ ვერ მართა კრიზისი? ვინ დააგვიანა და მერე შეშინებული დაიმალა? - ანა ბუჩუკური შოვის ტრაგედიაზე

შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით "საქართველოსთის" წევრს ანა ბუჩუკურს ბევრი კითხვა აქვს. ოპოზიციონერ დეპუტატს აინტერესებს, ვინ ვერ მართა კრიზისი, ვინ დაიმალა და რატომ დაიკარგა  კრიტიკული საათები ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

ვინ ვერ მართა ეს კრიზისი, ვინ დააგვიანა და მერე შეშინებული დაიმალა, რატომ დაიკარგა პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი და კრიტიკული საათები ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, სიმართლე რა არის, ვინ დაამალა და რა დამალა, ეს კითხვები აუცილებლად დაისმევა, მაგრამ დღეს მე მწუხარების გარდა, ვერაფერს ვიტყვი, - ამბობს ანა ბუჩუკური.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ცამოწვა. დაღუპულია 18 ადამიანი, აქედან იდენტიფიცირებულია 14, დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი. სამძებრო სამუშაოები სტიქიის ზონაში დღესაც გრძელდება.