თავისუფლება და დემოკრატიაა, რაც პუტინს ყველაზე მეტად სძულს, მის ყველა მეზობელ ქვეყანაში! - კრამონი
აგვისტოს ომს და რუსულ აგრესიას გმობს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში წერს, რომ მსოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ის ომები, რაც რუსეთმა უკრაინის გარდა სხვა ქვეყნებშიც აწარმოა და მათ შორის, საქართველოში. კრამონის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს პუტინს ყველაზე მეტად თავისუფლება და დემოკრატია სძულს.
ამ დღეს, 7 აგვისტოს - მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ სხვა ომები, რომლებიც რუსეთმა დაიწყო. ერთი მათგანი იყო საქართველოში ზუსტად 15 წლის წინ.
ვიბრძოლოთ სუვერენიტეტისთვის. თავისუფლება და დემოკრატია, რაც პუტინს ყველაზე მეტად სძულს, მის ყველა მეზობელ ქვეყანაში! - წერს ვიოლა ფონ კრამონი.