ოპოზიციას უნდა, რამე გამოძებნოს ისეთი, რომ ხელისუფლება დაადანაშაულოს - სარჯველაძე შოვზე
"ქართული ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ შოვში ტრაგედია მხოლოდ ბუნებრივმა მოვლენებმა გამოიწვია, რომლის პროგნოზირებაც შეუძლებელი იყო. მიხეილ სარჯველაძე ირწმუნება, რომ ოპოზიციას გამოშიების დაწყება მხოლოდ იმიტომ სურს, რომ ხელისუფლება რაიმეში დაადანაშაულოს. სახელისუფლებო გუნდის წევრი ოპონენტებს ურჩევს, თუ რეალური სურათი აინტერესებთ, სპეციალისტების დასკვნები წაიკითხონ.
იქ საუბარია იმ მოვლენების გავითარებაზე, რომელიც უკავშირდება, მაგალითად, ჩამონაშალს მყინვარიდან. ეს, რასაკვირველია, შეიძლება განაპირობებდეს ისეთ მოვლენებს, რომლისთვისაც შეიძლება საკარისი აღმოჩნდეს რამდენიმე წუთი იმისთვის, რომ ის მოვლენები გამოწევია, რომელიც გამიწვია. ზოგადად უნდათ, რომ გამოძიება დაიწყოს და იქნებ რამე მოინახოს ისეთი, რომლითაც შეიძლება ხელისუფლება დაადანაშაულონ, თუკი ვინმეს კითხვის ნიშნები აქვს და არა სურვილი, რომ, უბრალოდ, ბრალდებები მოიფიქროს და შეთხზას, ასეთ შემთხვევაში, ის უფრო გაეცნობოდა სპეციალისტის მოსაზრებებს და სპეციალისტების დასკვნებს მომხდართან დაკავშირებით და ამის მიხედვით შეიძლება გაჩნდეს იდეა გამოძიების ჩატარების საჭიროებასთან დაკავშირებით. უკუღმა არ შეიძლება აზროვნებდნენ ადამიანები, სჯობს, რა თქმა უნდა, წაღმართით ვიმოძრაოთ და არა უკუღმა, - ამბობს სარჯველაძე.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ცამოწვა. დაღუპულია 18 ადამიანი, აქედან იდენტიფიცირებულია 14, დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი. სამძებრო სამუშაოები სტიქიის ზონაში დღესაც გრძელდება.