მთავრობა ჩართული იყო პირველივე წუთებიდან - პრემიერი შოვზე
სტიქია შოვში - საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტიქიის შემდეგ მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებზე საუბრობს და ამბობს, რომ მთავრობა "პირველივე წუთებიდან" ჩართული იყო პროცესში.
მთავრობის მეთაურს დღეს არაფერი უთქვამს მიმდინარე გამოძიებაზე - მთავრობის წევრებმა რაჭაში, კერძოდ, შოვში დაღუპულების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
მინდა კიდევ ერთხელ ჩემი სამძიმარი გამოვხატო შოვში დაღუპულთა ოჯახების მიმართ, მათ ახლობლებს, ნათესავებს, მთელ ქვეყანას გამოვუცხადო სამძიმარი. საშინელი ტრაგედია მოხდა შოვში, რამაც ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, მინდა, მინისტრებს გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა ნათელ ხსოვნას.
მინდა, ჩემი და მთავრობის სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება, ამ საშინელმა ტრაგედიამ, რომელიც შოვში დატრიალდა, მთელი საქართველო შეძრა. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ გამოვუცხადო ჩვენი სამძიმარი ოჯახებს. მთელი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე განსაცდელია" - არნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური სტიქიის ეპიცენტრში იყო მობილიზებული:
მთავრობა ჩართული იყო პირველივე წუთებიდან, მოგეხსენებათ. ჩვენი გმირი მაშველები, 400-მდე მაშველი იყო ჩართული სამუშაოებში, 210 ჩვენი თანამოქალაქე იქნა გამოყვანილი სტიქიის ზონიდან უვნებელი, ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გმირი ჯარისკაცები ჩაერთნენ ამ სამუშაოებში.
ეხმარებოდნენ ჩვენს საამაყო, გმირ მაშვლებს. მობილიზება იყო სრული გაკეთებული ჩვენი მხრიდან, ადგილზე იყვნენ ექიმები, ადგილზე არის მობილიზებული 100-ზე მეტი სპეციალური ტექნიკა, ბატონი ქარსელაძე თავად ხელმძღვანელობდა ამ სამუშაოებს და მინისტრები, რა თქმა უნდა, ვიყავი მობილიზებული ადგილზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.