ვფიქრობთ, რომ 10 წუთიდან 30 წუთამდე შეიძლება ყოფილიყო დრო სტიქიის გააქტიურებიდან - გეოლოგი

07.08.23 15:10
ვფიქრობთ, რომ 10 წუთიდან 30 წუთამდე შეიძლება ყოფილიყო დრო სტიქიის გააქტიურებიდან - გეოლოგი

„მონაცემები წინასწარ რომ გაანალიზებულიყო, იქნებოდა გარკვეული სიგნალი, რომ ბუბისწყლის ხეობაში არის „საინტერესო“ ადგილები, რომელიც მინიმუმ კვლევას საჭიროებს,“ - ამ განცხადებას გეოლოგი ლაშა სუხიშვილი აკეთებს.

ის გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს წინასწარ შეფასებას ეხმაურება და ამბობს, რომ მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფოს რეაგირებისთვის დრო ექნებოდა.

მონაცემები წინასწარ რომ გაანალიზებულიყო, იქნებოდა გარკვეული სიგნალი, რომ ბუბისწყლის ხეობაში არის „საინტერესო“ ადგილები, რომელიც მინიმუმ კვლევას საჭიროებს. ვფიქრობთ, რომ 10 წუთიდან 30 წუთამდე შეიძლება ყოფილიყო დრო სტიქიის გააქტიურებიდან, ვიდრე შოვამდე მოაღწევდა, მაგრამ 10 წუთიც და 30 წუთიც საკმარისია რეაგირებისთვის, 8 წუთიც. ვერც უარვყოფთ, რომ შესაძლოა აუზის ზედა ნაწილში მყინვარის ტერიტორიაზე, ყოფილიყო ისთი წყალი, რომელიც ყინულის ნატეხებით იყო დაფარული და არ ჩანდა სატელიტიდან. 8 წუთით ადრე რომ ყოფილიყო სიგნალი გადმოცემული მონიტორინგის სისტემიდან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა,“ - ამბობს ლაშა სუხიშვილი.