არ არის მისაღები ის ნაწილი, სადაც ლაპარაკია, რომ რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა მოხდა - სეისმოლოგი

07.08.23 15:19
არ არის მისაღები ის ნაწილი, სადაც ლაპარაკია, რომ რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა მოხდა - სეისმოლოგი

სტიქია რაჭაში - გარემოს ეროვნული საგენტოს წინასწარ შეფასებას გეოლოგების მხრიდან კრიტიკული შეფასება მოჰყვა. სფეროს ექსპერტებისთვის მიუღებელია სააგენტოს დასკვნის ის ნაწილი, სადაც საუბარია, რომ "კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული".

3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული, კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია" - მიიჩნევენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს ამგვარი ახსნა გაუგებარია. 

არ არის მისაღები ის ნაწილი, სადაც ლაპარაკია, რომ რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა მოხდა და ვერაფრით ვერ ვიწინასწარმეტყველებდით. წყლის ნაკადმა ძალიან სწრაფად დაიწყო მოძრაობა მდინარის კალაპოტში, რასაც მოჰყვა ღვარცოფი - ეს ყველაფერი, თუ ეს კლდე-ზვავი იყო, ყველაფერი უფრო ლოგიკური თანმიმდევრობაა, ვიდრე შემთხვევითობა. დრო, რომელიც დასჭირდა ღვარცოფს, რომ მოეღწია შოვამდე, 8-10 წუთი წერია, ეს გადასამოწმებელია, იმიტომ, რომ ძალიან დიდი სიჩქარეა,“ - ამბობს სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი.

მსგავსი სიახლეები