რატომ არ იყო შოვში გამაფრთხილებელი სისტემები? - რას ამბობს დავითაშვილი

07.08.23 15:53
რატომ არ იყო შოვში გამაფრთხილებელი სისტემები? - რას ამბობს დავითაშვილი

"შოვი მაქსიმალურად სარისკო ადგილებს შორის არ იყო," - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს შოვი არ ჰქონდათ შეფასებული "მაქსიმალურად სარისკო უბნად", რის გამოც იქ მონიტორინგის ბევრი სისტემა არ იყო დამონტაჟებული.

დავითაშვილს მთავრობის სხდომის შემდეგ მოუწია განმარტების გაკეთება მის მიერ 5 წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო, სადაც მაშინ, როგორც გარემოს დაცვის მინისტრი საზოგადოებას არწმუნებდა, რომ "2-3 წელში ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება".

როგორც ყოფილი გარემოს დაცვის მინისტრი, თავს მოვალედ ვთვლი, საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო, რა სამუშაოები ჩატარდა 2018 წლის შემდეგ გარემოს დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების კუთხით. რაც დავიწყეთ კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად პროგრამა, გეოლოგიური საფრთხეების შესწავლას განახორციელდებდა ქვეყანაში შეიქმნებოდა სისტემა გეოლოგიური საფრთხეების პრევენციის კუთხით შეიქმნებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მსგავსი ტიპის პრევენცია, რომელიც მოხდა შოვში, გარდაუვალი იქნებოდა. რაც არ უნდა სისტემები გვქონდეს, გავაკეთოთ და გვაქვს, ან გვექნება, შეიძლება მოხდეს ტრაგედიები და ამისგან დაზღვეული მსოფლიოში არავინ არ არის. ასეთი ტიპის ტრაგედიებისგან ჩვენ შეიძლება დაცვა ვერ მოვახერხოთ. აქ, რაც არ უნდა გაფრთხილების სისტემა გვქონოდა, მეწყრულ პროცესებს ვერ შევაჩერებდით და ეს გარდაუვალი შედეგი დადგებოდა. 

ჩვენ 200 თანამედროვე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური დავამონტაჟეთ, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დავაკვირდეთ წყლის მატებას... ჩვენთან ათასობით მდინარეა და ეს ყველაფერი ხდება რისკზე დაფუძნებული შეფასების შესაბამისად, გადაწყვეტილებები ეფუძნება მაქსიმალურად სარისკო ადგილებს და ჩვენ ასეთად შევაფასეთ 20 მეწყრული უბანი, სადაც მონიტორინგის უფრო მეტი სისტემა გვაქვს. მაგალითად, შოვში, ჩვენი ანალიზის შესაბამისად, ასეთი პროცესები ადრე არ ფიქსირდებოდა და წარმოუდგენელი იყო გათვლა და ეს არ იყო კრიტიკული მიმართულება, სადაც გვექნებოდა განსაკუთრებული დაკვირვების უბანი,“ - ამბობს დავითაშვილი.
 

ლევან დავითაშვილმა ბრიფინგის დროს მწვავედ გააკრიტიკა ოპონენტები და აღნიშნა, რომ ოპოზიცია შოვის სტიქიით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.

რაც არ უნდა გავაკეთოთ, შეიძლება ჩვენ უსუსური ვიყოთ მსგავსი სტიქიების წინაშე. ტრაგედიის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ის, რომ სპეკულირება მოხდეს ასეთი თემებით, ამორალური და უპასუხისმგებლობა," - ამბობს მინისტრი.