სახელმწიფომ პირველივე წამიდან დაიწყო ტრაგედიიდან თავის გამოძრომა - თაზო დათუნაშვილი

07.08.23 16:13
სახელმწიფომ პირველივე წამიდან დაიწყო ტრაგედიიდან თავის გამოძრომა - თაზო დათუნაშვილი

"როგორ შეიძლება ფეხბურთის განვითარების ფონდს 265 მილიონ-ლარიანი ბიუჯეტი ჰქონდეს და ხელისუფალი გვეუბნებოდეს, რომ 25 მილიონი ლარი არ აქვს, რომ შვეულმფრენი იყიდოს? როგორ შეიძლება ქვეყანამ 70 მილიონი დახარჯოს და როგორ ვერ ვახედერხებთ 25 მილიონის შოვნას ერთი შვეულმფრენისთვის?" - ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი ხელისუფლებისგან.

დათუნაშვილისთვის აუხსნელია მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს სამაშველო ვერტმფრენი. თაზო დათუნაშვილისთვის მიუღებელია გარემოს დაცვის მინისტრის ახსნა, რომ გლობალური დათბობის მიზეზია მყინვარების დნობა.

მთავარი კითხვა არის, შეგვძელო ამ ზარალის შემსუბუქება? შეგვეძლო ამ ტრაგედიის თავიდან აცილება? - კი, შეგვეძლო. აცილებაზე არ არის ლაპარაკი, პრევენცია იმისა, რომ ამდენი ადამიანი არ შეეწირა, შეგვეძლო. მე არ ვარ პროფესიონალი, სარჯველაძესავით არ მაქვს პრეტენზია, რომ ვიცი 100 პროცენტი იმ საქმეში, რაც არ იცის. ყველამ კარგად იცის, რომ სარჯველაძეს გეოლოგიაში არაფერი გაეგება, დაყენებული სახით ტყუილებს საუბრობს. პირველივე წუთიდან ხალხმა დაიწყო თავის გამოძრომა, ასეთი რამ არავის უნახავს. სახელმწიფო პირველივე წუთიდან ცდილობს თავის გამოძვრენას... როგორ შეიძლება, რომ მთელი საზღვრის დაცვის სამსახურში 15 ვერტმფრენი იყოს და 10 წყობიდან იყოს გამოსული, 1 მაკეტია და 4-ს ვერ აფრენენ, იმიტომ, რომ სათადარიგო ნაწილები არ აქვთ. რატომ გგონიათ, რომ ჩვენი საქმე ახლა ტირილია. საჯრველაძემ და მსგავსმა ათასმა ძაღლმა და ღორმა გადაწყვეტია, რომ მთელი საქართველო უნდა გავჩუმდეთ და ვიტიროთ, როცა ყოველ წელს ერთი და იგივე მეორდება,“  - ამბობს დათუნაშვილი.