ჩვენი საპოლიციო ძალები იქცნენ ოფიციალურ გადამზიდ კომპანიად - ვარლამ გოლეთიანი

31.05.21 10:40
ჩვენი საპოლიციო ძალები იქცნენ ოფიციალურ გადამზიდ კომპანიად - ვარლამ გოლეთიანი

რიონის მცველის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, კომპანია "ენკას" თანამშრომლები ნამახვანის მიმართულებით პოლიციის პიკაპებით გადაჰყავთ. 

ჩვენი საპოლიციო ძალები იქცნენ ოფიციალურ გადამზიდ კომპანიად. ვხედავთ, დღეს რომ ჩაიარა კოლონამ ,პოლიციის პიკაპებს ვგულისხმობს, რომლის უკანა სავარძელზე ისხდნენ კომპანიის თანამშრომლები, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი წარმოუდგენელია, თქვენ ხედავთ რა რესურსებს ხარჯავს სახელმწიფო. საპოლიციო ძალები არაპროპორციული, რაც დგას ხეობაში, ესეც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით, აქედანაც ჩანს, რამდენად ანტისახელმწიფოებრივი და არასწორი დოკუმენტია, კონსტიტუციაზე მაღლაა დაყენებული", - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.