საქართველო რუსეთის მძიმე, სამხედრო მუქარის საფრთხის პირობებში იმყოფება - ოლივერ ვარჰეი
"მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები" - ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი, აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
15 წელი! 2008 წლის აგვისტოში მოხდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია. მას შემდეგ საქართველო რუსეთის მძიმე, სამხედრო მუქარის საფრთხის პირობებში იმყოფება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები," - წერს ვარჰეი Twitter-ზე.