ღამის ხედვის ვერტმფრენი სიტუაციას როგორ უშველიდა? - ოთარ შამუგია შოვის სტიქიაზე

07.08.23 16:54
ღამის ხედვის ვერტმფრენი სიტუაციას როგორ უშველიდა? - ოთარ შამუგია შოვის სტიქიაზე

ღამის ხედვის ვერტმფრენი სიტუაციას როგორ უშველიდა? - ეს კითხვა გარემოს დაცვის სამინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემის დროს დასვა.

მინისტრი სტიქიიდან მეოთხე დღესაც ვერ ხედავს საჭიროებას იმის, რომ სამძებრო სამუშაოებში ღამის ხედვის ვერტმფრენები ჩართულიყვნენ და საქართველოს დახმარების თხოვნით მეზობელი ქვეყნებისთვის მიემართა. 

შესაბამისმა სამსახურებმა ვერ დაინახეს საჭიროება, რომ ვინმესთვის დახმარება გვეთხოვა. რატომ უნდა ყოფილიყო ამის შეფერხება, თუ ამის საჭიროება იდგა და თუ ეს ადამიანებს უშველიდა ეს უსწრაფესად იქნებოდა განხორციელებული.  იმ პროცესში როგორც კი სტიქია მოხდა, მაშველებიც, სპეციალისტებიც მაქსიმალურად სწრაფად იყვნენ ადგილზე მობილიზებული.

ვერტმფრენებზე იყო ასევე საუბარი, რომ ღამის ვერტმფრენები არ გვყავს. ამ სიტუაციაში შესაბამისმა სამსახურებმა ვერ დაინახეს საჭიროება რაიმე ტიპის დახმარება ეთხოვა სხვა ქვეყნისთვის, რომელიც იმ სიტუაციაში ჩვენ რაღაცნაირად გამოგვადგებოდა და ჩვენი ძალებით ვერ გაუმკლავდებოდით.

ღამის ვერტმფრენი როგორ უშველიდა ამ სიტუაციას? მაშველები იქ სტიქიის მოხდენიდან მალევე იყვნენ, შემდგომ იყო ვერტმფრენები, უმალვე განხორციელდა ყველა ღონისძიება, შესაბამისად, რაც კი შეიძლებოდა გაკეთებულიყო ყველაფერი გაკეთდა და სხვა ქვეყნის დახმარებით უფრო მეტი ვერ გაკეთდებოდა, თუმცა ჩვენ არა ერთხელ მიგვიმართავს ჩვენი მეზობლებისთვის და ამ შემთხვევაშიც ასე ექნებოდა“, - განაცხადა შამუგიამ.