რატომ არ იყო ბუბას ხეობა კრიტიკულად საშიშად მიჩნეული - რას ამბობს მთავრობა და რა კადრებს აქვეყნებს "მთის ამბები"
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ტყუილში ამხელს "მთის ამბების" რედაქცია. საქმე ეხება გარემოს დაცვის მინისტრის მიერ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან გაკეთებულ განმარტებას, თუ რატომ არ იყო ადრეული გაფრთხილების სისტემა დამონტაჟებული ბუბასწყლის ხეობაში.
ეს ხეობა არ იყო მიჩნეული კრიტიკულად საშიშ ხეობად, ვინაიდან ბოლო 100 წლის განმავლობაში ამ მდინარეზე არ ფიქსირდებოდა რაიმე ღვარცოფული ან კატასტროფული მოვლენა," - აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრის საპასუხოდ, საინფორმაციო სააგენტომ საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეომასალას, რომელიც გადაღებულია 2017 წელს და მდინარე ბუბას ღვარცოფულ მოვარდნას ადასტურებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მდინარე ბუბას ხეობა არ იყო მიჩნეული კრიტიკულად საშიშად, ვინაიდან ბოლო 100 წლის განმავლობაში ამ მდინარეზე რაიმე ღვარცოფული მოვლენა არ ფიქსირდებოდა.
„მთის ამბები“ ონის მუნიციპალიტეტის მერიის გვერდიდან გთავაზობთ 2017 წლის 7 ივლისის ვიდეომასალას, რომელიც მდინარე ბუბას ღვარცოფულ მოვარდნას ადასტურებს," - წერს "მთის ამბები".