ერთადერთი, ვინც ხელისუფლებიდან მუხათგვერდზე ავიდა, პრეზიდენტია

07.08.23 17:20
ერთადერთი, ვინც ხელისუფლებიდან მუხათგვერდზე ავიდა, პრეზიდენტია

ერთადერთი, ვინც ვინც ხელისუფლებიდან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ავიდა, და აგისტოს ომში დაღუპუყლ ქართველ გმირებს პატივი მიაგო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. 

კადრები "პირველებმა" ექსკლუზიურად გადაიღო. 

„თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს,“- თქვა საქართველოს პრეზიდენტმა. 

მუხათგვერდის სასაფლაოზე მისვლამდე, მთავარსარდალი სვეტიცხოველში იმყოფებდა, სადაც რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის გამო ჩათარებულ პარაკლისს დაესწრო. 

აგვისტოს ომის დაწყებიდან 15 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა. ამას ადასტურებს ჰააგაც, რომელმაც თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და ომის დანაშაულებიც საქართველოში რუსეთმა ჩაიდინა.

ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება დუმს.  ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლების არცერთ უმაღლესი თანამდებობის პირს განცხადებაც კი არ გაუვრცელებია.