თუ გვინდა სახელმწიფო, გონს უნდა მოვიდეთ, დავინახოთ საერთო საფრთხე, ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს! - პრეზიდენტი

07.08.23 17:21
თუ გვინდა სახელმწიფო, გონს უნდა მოვიდეთ, დავინახოთ საერთო საფრთხე, ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს! - პრეზიდენტი

„თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის სასაფლაოსთან გააკეთა.

„პირველებთან“ სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მუხათგვერდის სასაფლაოზე მისვლამდე, ის სვეტიცხოველში იმყოფებდა, სადაც პანაშვიდი აღავლინეს რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის გამო.

გაერთიანება ამ ორი ტრაგედიის, რომელიც აგვისტოში მოხდა, შეიძლება დახვედრა არ არის ბოლომდე. ჩვენ გვებრძვის მტერი, ხან ომით და ხან რბილი ძალით, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან ჩანს და რომელსაც სჭირდება ჩვენი ერთიანობა. ასევე, განრისხებული ბუნება გვებრძვის და იმის წინაშეც გვჭირდება გაერთიანება. ისეთი განცხადებები ისმის თუ დაწერილი სოციალურ ქსელში თუ წამოძახილი, რაც დღეს ჩემთვის მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მიუღებელია ქართველისთვის და საქართველოსთვის. თუ გვინდა დამოუკიდებლობა, რისთვისაც იბრძოდნენ ის ადამიანები, რომლებიც აქ განისვენებდნენ, თუ სახელმწიფო გინდა, უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს,“ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.