შოვში დაკარგულთა შორისაა კოტეჯების სასადილოს მზარეული და ანსამბლ „ბუბას“ წევრი გენო სულთანიშვილი

07.08.23 17:33
შოვში დაკარგულთა შორისაა კოტეჯების სასადილოს მზარეული და ანსამბლ „ბუბას“ წევრი გენო სულთანიშვილი

შოვში სტიქიის შემდეგ დაკარგულად მიჩნეულ ადამიანებს შორის ერთ-ერთია სოფელ გლოლის მკვიდრი, გენადი (გენო) სულთანიშვილი, კოტეჯების სასადილოს მზარეული და ანსამბლ „ბუბას“ წევრი.

ინფორმაციას გენო სულთანიშვილის სიძე, მამუკა ცერცვაძე ავრცელებს. ცერცვაძის თქმით, მისი სიმამრი უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდა, კოტეჯების ტერიტორიაზე. ოჯახის წევრები ქუთაისში, პროზექტურაში იმყოფებიან ცხედრის ამოსაცნობად.