ადამიანებს მორალი აძლევს საშუალებას, რომ განცხადებები გაავრცელონ, რომლის მსგავსიც არ გაუკეთებიათ - მდინარაძე
"ამ პერიოდში ადამიანებს მორალი აძლევს საშუალებას, გააკეთონ განცხადებები, რომლის მსგავსიც არ გაუკეთებიათ, დაზარალებული ოჯახის წევრმაც კი გააზიარა ფეიკი," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
მდინარაძე შოვში დატრიალებული სტიქიის გამო ხელისუფლების მისამართით გამოთქმული კრიტიკით უკმაყოფილოა.
ამ პერიოდში ადამიანები ახერხებენ და მორალი აძლევს საშუალებას, რომ დასხდნენ და განცხადებები, რომლის მსგავსიც არ გაუკეთებიათ, ინტერპრეტირება, რომ შეიძლებოდეს ისეთი კი არა, საერთოდ რომ არ გაუკეთებიათ ასეთი განცხადებებს ავრცელებენ. თქვენ წარმოიდგინეთ, დაზარალებული ოჯახის ერთ-ერთმა წევრმაც კი როგორც მეუბნებიან, გააზიარა, იმდენად გავრცელებული იყო, იმდენი გაზიარება ჰქონდა ასეთ ფეიკს.
იმ პირობების დროს, ის 4-5 საათი ვერსად ვერანაირი ვერტმფრენი ვერ იმუშავებდა. ასეთი ტექნიკა არ არსებობს. თუკი რაიმე ეჭვი შეიძლება არსებობდეს, ოდნავი მაინც, 1 %-იანი, ვინმეს, რომ სპეკულაციის საშუალება არ მიეცეს, საბოლოო დასკვნამდე წინასწარ, თუნდაც 1%-თან დაკავშირებით რაიმე წინასწარი დასკვნები არ გამოიტანოს ვინმემ, ალბათ სწორია და მათი კომპეტენციაა გამოძიების დაწყება, რომ ბოლომდე გამოძიების ფარგლებშიც ყველა კითხვას საბოლოო, ამომწურავი, დეტალური პასუხი გაეცეს" - ამბობს მდინარაძე.