თამარ კორძაიამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

31.05.21 10:43
თამარ კორძაიამ შარლ მიშელის  დოკუმენტს ხელი მოაწერა

„რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ, მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა. კორძაია ევროკავშირის ოფისში  ხელის მოსაწერად ცოტა ხნის წინ მივიდა.

პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის საელჩოს, ამერიკის საელჩოს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ურყევად დგანან ჩვენს გვერდზე იმისათვის, რომ საქართველო დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. სწორედ ამიტომ მოვედი მე და მოვაწერე ხელი, რომ ჩემი მადლიერება გამოვხატო ჩვენი პარტნიორების მიმართ და ასევე მინდა ვთქვა, რომ ყველაზე კარგი, რაც ხდება დღეს პოლიტიკაში არის ის, რომ ოპოზიცია მთლიანად იქნება პარლამენტში წარმოდგენილი და ოპოზიცია გააგრძელებს ერთობლივ ბრძოლას „ქართული ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ და ასევე, ბრძოლას ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმების გადატარებლად. -თქვა კორძაიამ.

შეგახსენებთ, მიშელის  შეთანხმებაზე ხელი უკვე მოწერილი ჰქონდა "რესპუბლიკელების" კიდევ ერთ წევრს, ხათუნა სამნიძეს.