სად იყო ბიძინა ივანიშვილის ვერტმფრენები, როდესაც ყოველი წუთი ხალხის გადასარჩენად გადამწყვეტი იყო
სად იყო ბიძინა ივანიშვილის ვერტმფრენები, როდესაც ყოველი წუთი ხალხის გადასარჩენად გადამწყვეტი იყო. ოლიგარქის კუთვნილი ავიატექნიკა ხელშეუხებელია მაშინაც კი, როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ეხება. კომპანია ავიასერვისი ვერტმფრენებს წლების განმავლობაში სხვადასსხვა ქვეყნებში აქირავებდა, თუმცა საქართველოში დატრიალებული ტრაგედიების დროს არცერთი მათგანი არ გამოუყენებიათ. ბორჯომის და აბასთუმნის ხანძრები, თბილისის წყალდობა. მაშინ, როცა მეზობელი ქვეყნები გვეხმარებოდნენ ავიაციით, ივანიშვილის კომპანია უცხოეთში ბიზნესით იყო დაკავებული.
დღეს "პირველებმა" ლილოში ავიასერვისის აეროდრომზე რუსული წარმოების ვერტმფრენები დააფიქსირა. სწორედ იმ ტიპის საფრენი აპარატები, რომლებიც შოვში მოსახლეობის ევაკუაციას ახდენდნენ. ავია სერვისის დირექტორი ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ ქვეყანაში მომხდარი არცერთი ტრაგედიის დროს ამ აეროდრომიდან ვერტმფრენი ხალხის დასახმარებლად არ აფრენილა. მათ შორის, არც ოლიგარქის პირადი, ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ევროკოპტერი. ეს ავიაცია, მხოლოდ ივანიშვილს ემსახურება.