რა შედეგი ექნება შოვის ტრაგედიაზე დაწყებულ გამოძიებას? - ოპოზიციას ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს

07.08.23 19:42
რა შედეგი ექნება შოვის ტრაგედიაზე დაწყებულ გამოძიებას? - ოპოზიციას ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს

ტრაგედიიდან მეხუთე დღეს ხელისუფლებამ გაგვიმხილა, რომ შოვში დატრიალებულ ტრაგედიაზე გამოძიება დაწყებულია. ახლა მთავარი კითხვაა, დადგება თუ არა შედეგი, რომელიც ყველა ბუნდოვანებას პასუხს გასცემს.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ „ოცნებას“ გამოძიების ობიექტურად ჩატარება არ უნდა. ხელისუფლების დღევანდელი განცხადებებიც ამას მიანიშნებს.  

"პოლიტიკური ინტერესების მყრალი სუნი აუდის," - ასე უპასუხეს დღეს „ოცნებიდან“ ოპოზიციის მოთხოვნას ობიექტური გამოძიების ჩატარების შესახებ. არადა რაც უფრო მეტი დრო გადის, დატრიალებულ ტრაგედიაზე სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება - ვინ ვერ მართა კრიზისი და რატომ დააგვიანეს რეაგირება? - საზოგადოება პასუხებს ელის.