„ეშმაკი დეტალებშია" - რას გულისხმობს საქართველო-ჩინეთს შორის პარტნიორობა
„ეშმაკი დეტალებშია,“ - ამ სახელწოდებით დისკუსიაში დღეს ექსპერტები ჩინეთ-საქართველოს პარტნიორობის შესახებ მსჯელობდნენ.
ადამიანები, რომლებიც წლებია სწავლობენ, როგორ მოქმედებს ჩინეთი, ახლა სვამენ კითხვას, რატომ აინტერესებს ჩინეთს საქართველო და რა დგას რეალურად სტრატეგიული პაერტნიორობის უკან.
ალტერნატიული დერეფანი თუ რუსეთ-ჩინეთის საერთო გეგმა, საქართველო ევროკავშირის ორბიტას ჩამოშორდეს. პეკინში გაფორმებული დოკუმენტი ბევრ კითხვას ბადებს.