გახარიას მოუწევს განმარტებების გაკეთება, ხელისუფლებაში ყოფნისას რა გააკეთა - სერგეენკო

31.05.21 10:49
გახარიას მოუწევს განმარტებების გაკეთება, ხელისუფლებაში ყოფნისას რა გააკეთა - სერგეენკო

"ქართული ოცნების" დეპუტატის, დავით სერგეენკოს, შეფასებით, გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციაზე არაფერი კონკრეტული არ უთქვამს. სერგეენკოს თქმით, გახარიას საზოგადოების დასარწმუნებლად ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. 

ამ ადამიანს მოუწევს დეტალური განმარტებების გაკეთება, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში რა გააკეთა იმისთვის, რომ მის მიერ ჩამოთვლილი პრობლემები თუნდაც ნაწილობრივ მოეგვარებინა. არ გაჟღერებულა ჯერჯერობით და იმედია, მალე გააჟღერებენ მათ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, მაგალითად, როგორ სტრატეგიას სთავაზობენ საზოგადოებას, რა დაფინანსება ექნება ჯანდაცვის სისტემას, როგორი იქნება სოციალური სისტემა, თავდაცვის სისტემა და რა იქნება ძირითადი პოლიტიკის ნაბიჯები. ამის მერე იქნება შესაძლებელი, განვსაზღვროთ საზოგადოების რეაქციის მიხედვით, თუ ვის წაართმევენ, ან საერთოდ წაართმევენ თუ არა ვინმეს ამომრჩეველს,"- განაცხადა სერგეენკომ.

მსგავსი სიახლეები