სააკაშვილმა რუსეთის საქმე გააკეთა - ღარიბაშვილი

08.08.23 10:44
სააკაშვილმა რუსეთის საქმე გააკეთა - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის დროს რუსეთის საქმე გააკეთა.

ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ მან ბევრი იცის აგვისტოს ომის მოვლენებზე, რა როგორ იგეგმებოდა, მაგრამ ქვეყნის ინტერესებისდა გამომდინარე ამაზე ვერ ისაუბრებს.

„ჩვენ შედეგით თუ ვიმსჯელებთ მეგობრებო, თუ ვინმემ გააკეთა რუსეთის საქმე, ეს არის სააკაშვილი. შედეგი, რაც მივიღეთ არის ორი ძირძველი რეგიონის ოკუპაცია, სადაც რუსული ჯარი დამაგრდა, ააშენეს ბაზები.

რაც შეეხება შედეგებს, 2008 წლის ომამდე, ომის დაწყებამდე, ჩვენ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალები არ იდგნენ, რუსულმა ჯარმა ოფიციალურად დატოვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია 2007 წელს. მე თქვენზე მეტი ვიცი [ჟურნალისტს] რა როგორ იგეგმებოდა, კიდევ უფრო მეტი ვიცი და არ მინდა ამ თემებზე ვილაპარაკო, და არ მინდა ამ თემებზე ვილაპარაკო, ჩემი ქვეყნის ინტერესებს ვუფრთხილდები.

გახსოვთ ცნობილი ევროპული საბჭოს რეზოლუცია. დღეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, როგორ მოღალატეობრივ რეზოლუციაზე მოაწერა ხელი სააკაშვილის ხელისუფლებამ“, - აღნიშნა პრემიერმა.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა.