2012 წლამდე, 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ოფიციალურად ომის დაწყების თარიღს - ღარიბაშვილი

08.08.23 11:06
2012 წლამდე, 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ოფიციალურად ომის დაწყების თარიღს - ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ წინა ხელისუფლებას 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღს 8 აგვისტოს აღნიშნავდა. 

"თარიღებს რაც შეეხება, თქვენ შეგიძლიათ ასევე გაეცნოთ იმდროინდელი პრეზიდენტის ბრძანებას, სადაც პირდაპირ უწერია, 8 აგვისტო. 2012 წლამდე, 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ოფიციალურად ომის დაწყების თარიღს, ასე არის მეგობრებო? კითხვას გისვამთ. მაშინ ესეც უნდა შეახსენოთ საზოგადოებას", - თქვა ღარიბაშვილმა. 

7 აგვისტოა დღე, როცა რუსეთის რეგულარულმა სამხედრო ძალებმა  საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გზით გადმოლახეს და  საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ, რასაც სასტიკად მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები,  ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.

ამის მიუხედავად, მმართველი პარტია აგვისტოს ომის დაწყების თარიღად ისევ 8 აგვისტოს აღიარებს.