ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ ომი დაიწყო სააკაშვილმა 7 აგვისტოს - კობახიძე

08.08.23 11:32
ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ ომი დაიწყო სააკაშვილმა 7 აგვისტოს - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს ომი მიხეილ საკაშვილმა დაიწყო და ამის დასტურად ევროსაბჭოს რეზოლუციას იშველიებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, 8 აგვისტოს უპასუხებს რუსებმა სააკაშვილს, ამიტომაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ საქართველოსთვის მომგებიანია, თუ ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტო აღინიშნება.

რამდენიმე წელი იყვნენ ხელისუფლებაში და 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ამ თარიღს. როგორ შეიძლება, 5 წლის მერე გაიგო, რა მოხდა სინამდვილეში. ეს ხომ შეუძლებელია. ეს ხომ წარმოუდგენელია. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერში ეძებენ ისინი სპეკულაციებს. ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ ომი დაიწყო სააკაშვილმა 7 აგვისტოს და ამას უპასუხა რუსეთმა 8-ში. ამიტომ მომგებიანიც არის ჩვენთვის, რომ 8 აგვისტოს აღინიშნებოდეს ეს თარიღი". - განაცხადა კობახიძემ.

7 აგვისტოს რუსეთის რეგულარულმა სამხედრო ძალებმა  საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გზით გადმოლახეს და  საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ, რასაც სასტიკად მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები,  ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.

ამის მიუხედავად, მმართველი პარტია აგვისტოს ომის დაწყების თარიღად ისევ 8 აგვისტოს აღიარებს.