შოვში სულ რაღაც სამ საათში მივიდა ვერტმფრენი - შალვა პაპუაშვილი
სულ რაღაც სამ საათში მივიდა ვერტმფრენი - ამ განცხადების ავტორი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეა.
შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ საჭირო არ იყო სხვა ქვეყნების დახმარება, რადგან ყველა ამოცანა, რომელიც დასახული ჰქონდა სამაშველო სამსახურს, შესრულდა.
არანაირი დაგვიანებით, 3 საათის დაგვიანებით კი არ მივიდა, სამ საათში მივიდა ვერტმფრენი, სულ რაღაც სამ საათში. ერთი საათი უნდა ფრენას, შეტყობინების შემდეგ სჭირდება, რა თქმა უნდა, გადამოწმება, რა ტექნიკა არის საჭირო და ამის შემდეგ, არის მოსამზადებელი პერიოდი თავად ტექნიკისთვის. ეს მანქანა ხომ არ არის, დაქოქო და წახვიდე, მას სჭირდება მომზადების პერიოდი და ზუსტად ამ პერიოდში, სულ რაღაც 3 საათში იყო ვერტმფრენი იქ. ეს ერთი, და ყველა ამოცანა, რომელიც დასახული იყო შესრულდა. 6 საათზე ღამე არ იყო მემგონი ხო?!" - თქვა პაპუაშვილმა.