"პანიკას ტეხს, ტყუილს ავრცელებს " - "ოცნება" გეოლოგების წინააღმდეგ

08.08.23 11:55
"პანიკას ტეხს, ტყუილს ავრცელებს " - "ოცნება" გეოლოგების წინააღმდეგ

პარლამენტის თავმჯდომარე ცნობილ გეოლოგს უპირისპირდება და მის კომპეტენციას ეჭვქვეშ აყენებს.

შალვა პაპუაშვილის გაღიზიანება თეა გოდოლაძის განცხადებებმა გამოიწვია, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში პრევენციული ღონისძიებებისა და მონიტორინგის სისტემა არ არსებობს.

მმართველი პარტიის ლიდერმა ექსპერტის ამ განცხადებას აბსოლუტური ტყუილი და პანიკის ატეხვა უწოდა.

საქართველოში გვყავს ერთი-ორი გეოლოგი, თუ ვინც არის პროფესიით, არ ვიცი, ვინც იმ დღეებში ტელევიზორში ჩანდა, განსაკუთრებით ერთი ქალბატონი, გვყავს ერთი-ორი ასეთი ადამიანი, რომელიც კრიზისის დროს პანიკას ტეხს აბსოლუტური ტყუილით. დიახ, თეა გოდოლაძეზე ვამბობ. აბსოლუტური ტყუილი იყო, რასაც ის ამბობდა, არ ვიცი კომპეტენტური ტყუილი იყო თუ არაკომპეტენტური უცოდინრობა, მაგრამ, ის, რომ იქ დაგუბება იყო ორი დღის განმავლობაში , ისიც ამას ამბობდა. თვის მონაცემები მეც ვნახემ, არანაირი ცვლილება არ არის დაფიქსირებული წყალთან დაკავშირებით 3 აგვისტომდე. ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი. წინასწარმა დასკვნამ სწორედაც რომ ის თქვა, რომ არანაირი წყლის კლება არ იყო მდინარეში და არანაირი ღია ტბის დაგუბება იქ არ ხდებოდა". - განაცხადა პაპუაშვილმა.