ჯუანშერ ბურჭულაძე- ვერტმფრენებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია მეტი გვეყოლებოდა, თუ - არა
თავდაცვის მინისტრის თქმით, სტიქიისას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, მეტი ვერტმფრენი ეყოლებოდა ქვეყანას თუ არა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახალი ვერტმფრენები შეკვეთილია:
ვერტმფრენებზე უკვე პასუხი გაგეცით. ვერტმფრენებს აქ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია მეტი გვეყოლებოდა, თუ - არა. ვერტმფრენები შეკვეთილია და შეკვეთიდან იწყება კონკრეტულის დამზადება. ახალი ვერტმფრენი არ არის ისეთ პროდუქტი, რომ მიხვიდე და სადმე პირდაპირ იყიდო. შეკვეთას იღებენ და დამზადებას იწყებენ“, - აღნიშნა მინისტრმა.