"ბუჩა ჯერ შიდა ქართლში მოხდა" - გორში, აგვისტოს ომის სისხლიან დღეებს იხსენებენ

08.08.23 12:13
"ბუჩა ჯერ შიდა ქართლში მოხდა" - გორში, აგვისტოს ომის სისხლიან დღეებს იხსენებენ

"ბუჩა ჯერ შიდა ქართლში მოხდა" - გორში აგვისტოს ომის სისხლიან დღეებს იხსენებენ.

მძიმე დღეა ქალაქ ქალაქისთის, სადაც მთელი 5 დღის განვალობაში რუსული აგრესია და სისატიკე ხალხმა საკუთარ თავზე გამოსცადა. 

ყველაფერს ცეცხლი ეკიდა, ზოგან ჩამწვარი, ზოგან ბოლი ასდიოდა სახლებს და მოროდიორები მანქანებით ალაგებდნენ სხვადასხვა ნივთებს და გაჰქონდათ. ბუჩა ჯერ შიდა ქართლში მოხდა. ერთი ადამიანი, მოხუცებული, რომელიც სახლში დარჩა, როდესაც დანარჩენებნმა გაასწრეს, სახლში ჩაწვეს".- ამბობს ადამიანი, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა და გამოიარა 2008 წლის მძიმე დღეები.

ამ წუთებში, გორში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს.
15 წელია რუსეთი მცოცავ ოკუპაციას აგრძელებს და საქართველოს შუაგულში მავთულხლართებს ავლებს.