შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის პრევენცია და რატომ არ გყავს შესაბამისი ვერტმფრენები - პრემიერი კითხვას გაექცა

08.08.23 12:30
შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის პრევენცია და რატომ არ გყავს შესაბამისი ვერტმფრენები - პრემიერი კითხვას გაექცა

შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის პრევენცია და რატომ არ გყავს ამ დრომდე შესაბამისი ვერტმფრენები -კითხვას ირაკლი ღარიბაშვილმა გაქცევით უპასუხა.

მანამდე პრემიერმა მუხათგვერდის სასაფლაოზე შოვის ტრაგედიაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მთავრობის მხრიდან მაქსიმუმი გაკეთდა და კეთდება. 

მაქსიმუმი გავაკეთეთ, ვაკეთებთ, რომ დროულად მოხდეს სალიკვიდაციო და დაღუპული მოქალაქეების ძებნის სამუშაოები. დიდი ტრაგედიაა, საშინელი ტრაგედიაა, ამდენი ადამიანი სტიქიას შეეწირა და ვიზიარებ მთელი საზოგადოების მწუხარებას". - განაცხადა პრემიერმა.