ეს იყო მცდარი ნაბიჯი - არასაპარლამენტო ოპოზიცია ,,ენმ"-ს გადაწყვეტილებაზე
პარლამენტში შესვლის გამო „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს გარეთ დარჩენილმა ოპოზიციამ გააკრიტიკა. არასაპარლამენტო ოპოზიცია თვლის, რომ ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეფექტური იქნებოდა, თუ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია საკანონმდებელო ორგანოში არ შევიდოდა.
ეს იყო მცდარი ნაბიჯი მათი მხრიდან. ელემენტარულად, შემიძლია შევაფასო ყველაზე რბილად, რომ ამითი 20 ივნისი და 20 ივნისის შედეგად რაც მოხდა, ყველაფერი წყალშია გადაყრილი. არ ვიცი, ამ ადამიანებს რა უნდა ვუთხრათ, რომელმაც მაშინ დაკარგეს თვალები და ა.შ. ან მაშინ რა საჭირო იყო ყინვაში ნათევი ღამეები? ყველა შევიდა პარლამენტში. პარლამენმტის გარედან ყვირილსა და შიგნიდან ყვირილს შორის რა განსხვავება იქნება, ვერ ვხვდები, - ამბობს „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი, გურამ ჩალაგაშვილი.