გადაეცით შალვა პაპუაშვილს... - თეა გოდოლაძის პასუხი თავდასხმაზე
ცნობილი სეისმოლოგი, რომელიც დღეს შალვა პაპუაშვილის თავდასხმის ობიექტი გახდა, პარლამენტის თავმჯდომარეს "ტვ პირველის" ეთერით პასუხობს.
"ოცნების" მიერ პანიკის დათესვაში და ტყუილის გვრცელებაში დადანაშაულებული თეა გოდოლაძე პაპუაშვილს ურჩევს, კრიტიკა მოისმინოს და საკუთარ უფლება-მოსილებებს ახსენებს.
პროფესიონალი, რომელიც 35 წელიწადია ამ საქმეს ემსახურება, "პირველებთან" ამბობს, რომ შალვა პაპუაშვილის განცხადებები არარელევანტურია:
გადაეცით, ჩემი პროფესია არის სეისმოლოგი, ამ საქმეს 35 წელია ვემსახურები და რაღაც გამიკეთებია ამ პროფესიაში. ამიტომ მისი კრიტიკა არარელევანტურია. მას არ შეუძლია კომენტარი გააკეთოს გეოლოგის ნათქვამზე.
პანიკას არ ვტეხთ ჩვენ, ჩვენ ვაფასებთ მოვლენებს, ვაფასებთ საფრთხეებს, და ეს არის ჩვენი პროფესია. როდესაც თქვენთვის არასასიამოვნოა ინფორმაცია და როდესაც თქვენ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ხართ, კრიტიკაც უნდა აიტანოთ და არასასიამოვნო ინფორმაციაც მოისმინოთ.
თავდასხმებს პროფესიონალებზე მოეშვან! ასე რომ გვესხმოდნენ გეოლოგებს თავს, იმიტომ არის ეს ქვეყანა ამ მდგომარეობაში"- უთხრა "პირველებს" გოდოლაძემ.