ზურაბიშვილი ახლა მიხვდა, რომ ამ ქვეყნის ღალატს სჩადიოდა? - პრეზიდენტი "ოცნების" თავდასხმის ობიექტია

08.08.23 13:13
ზურაბიშვილი ახლა მიხვდა, რომ ამ ქვეყნის ღალატს სჩადიოდა? - პრეზიდენტი "ოცნების" თავდასხმის ობიექტია

"ზურაბიშვილი ახლა მიხვდა რომ ამ ქვეყნის ღალატს სჩადიოდა და წელს გავიდა 7-ში?"- პრეზიდენტი "ოცნების" თავდასხმის ობიექტია.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ 7-ში აგვისტოს ომის წლისთავის აღნიშვნა არასწორია, რადგან ამ დღეს საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვა ფიქსირდება.

ჩვენ რომ მივიჩნიოთ, რომ 7 აგვისტოს დაიწყო რაღაცით ომი, ეს რაღაცა ყველგან სამწუხაროდ ფიქსირდება რეზოლუციაში, ტალიავინის დასკვნაში საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვით. ეს არის დიდი ბოროტება. ამაზე რომ ხელს მოაწერ, ამ არასერიოზულ გადაწყვეტილებაზე, რუსულ გადაწყვეტილებებზე, რომ ეს შესწორებები შეიტანოს რეზოლუციაში და მერე ამას რომ მხარს დაუჭერ, ეს არის საქართველოს ღალატი. 2014 წლამდე რუსეთის ჯარების შემოჭრასთან დაკავშირებით თუ იყო ასეთი ნარატივი გასატარებელი, 2008 წლამდე მოღალატეობრივ ნარატივს ატარებდნენ? სალომე ზურაბიშვილი ახლა მიხვდა რომ ღალატს ჩადიოდა ამ ქვეყნისას და წელს გავიდა 7-ში და ეს არის ჩვენი ქვეყნის პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე და მათ შორის სამართლებრივ ასპარეზზე?" - ამბობს მდინარაძე.